შპს „თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი“

შპს „თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი“- „თბილისის ონკოლოგიური ცენტრი“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი საგანია ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან:
  • გიორგი გაბუნია, მიხეილ ჯანჯალია, ირაკლი სიხარულიძე, ზურაბ რაინაული, მალხაზ კაკულია, ბექა კევლიშვილი, ქეთევან წვერავა.
საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. პარტნიორები ქმნიან პარტნიორთა (ან დამფუძნებელთა) საპატიო საბჭოს, რომლის თავმჯდომარედ არჩეულია გიორგი გაბუნია. საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. ამჟამად საზოგადოების დირექტორია ეკატერინე სანიკიძე. შპს „თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის“ ძირითადი საქმიანობა ხორციელდება კლინიკის „თბილისის ონკოლოგიური ცენტრი“ ბაზაზე. დაწესებულება წარმოადგენილია ადმინისტრაციითა და სხვადასხვა ფუნქციის რამოდენიმე დეპარტამენტით: ადმინისტრაცია - დაწესებულების მართვა, საქმიანობის დაგეგმვა, პროექტების და სიახლეების დანერგვა, მონიტორინგი, შეფასება დირექტორი მიმართულებების ხელმძღვანელები მიმართულებები:
  • საგარეო ურთიერთობებისა და სამედიცინო პროექტების დანერგვის სამსახური- გ.გაბუნია
  • სტრატეგიული განვითარებისა და დაგეგმარების სამსახური- მიხეილ ჯანჯალია
  • სამედიცინო სამსახური- ირაკლი სიხარულიძე
  • აკადემიური საქმიანობის სამსახური- ზურაბ რაინაული
  • სამეურნეო-ტექნიკური სამსახური- მალხაზ კაკულია
  • ფინანსური სამსახური - ნინო ბარბაქაძე
  • ადამიანური რესურსების მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახური -რუსუდან თუთბერიძე
  • საგარეო ურთიერთობებისა და სამედიცინო პროექტების დანერგვის სამსახური- ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო პროგრამების სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ უწყვეტი ინფორმირებულობა, ადვოკაცია და კომუნიკაცია
  • სტრატეგიული განვითარებისა და დაგეგმარების სამსახური- დაწესებულების სტრატეგიულად ხელსაყრელი განვითარების მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელების რეალური გზების მოძიება(მათ შორის კოლაბორატორების, ინვესტორების, პარტნიორების, დონორების)
  • სამედიცინო სამსახური- დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პრევენცია. ამბულატორიული დეპარტამენტი -სპეციალისტების კაბინეტები, ლაბორატორია, დიაგნოსტიკური კვლევის კაბინეტები, ქიმიოთერაპიის დარბაზი სტაციონარული დეპარტამენტი-საოპერაციო, საანესთეზიო, სასტერილიზაციო, პოსტოპერაციული ინტენსიური მოვლის და განყოფილების პალატები, მედიკამენტების საწყობი სადიაგნოზო განყოფილება
  • აკადემიური საქმიანობის სამსახური- სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების, ლიცენზირების საკითხების მართვა, უცხოელი სპეციალისტებისა და ორგანიზაციების მოწვევა, სტუდენტური და სარეზიდენტო პროგრამების დაგეგვა, დანერგვა, განვითარება
  • სამეურნეო-ტექნიკური სამსახური- სამედიცინო და საოფისე ინვენტარის, სამედიცინო აპარატურის, ტექნიკური და სამეურნეო საქონლის მდგომარეობის კონტროლი, მართვა, შეკეთება, შეძენა, ჩამოწერისა და უტილიზაციის პროცესის წარმოება.
  • ფინანსური სამსახური - დაწესებულების ფინანსური მენეჯმენტისა და სამეწარმეო - სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა , დაწესებულებაში მიმდინარე ფინანსური ოპერაციების მენეჯმენტი და მონიტორინგი. ფინანსური სამსახურის ხელ-ი, სალარო-რეგისტრატურა-მოლარე-რეგისტრატორები, ბუღალტერი, სადაზღვევოებთან და პროგრამებთან ურთიერთობის სამსახური, რეგისტრაციის სამსახური
  • ადამიანური რესურსების მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახური -ადამიანური რესურსების მართვა, შრომითი ხელშეკრულებებისა და სამუშაოს აღწერილობების განსაზღვრა, კადრების მიერ წარმოებული საქმიანობის მოცულობისა და ხარისხის მონიტორინგი და შეფასება.