ქ.თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს:

ონკოპრევენციის, ანუ კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ტარდება უფასო გამოკვლევები და მანიპულაციები. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ეროვნული სკრინინგ-ცენტრის თაოსნობით და ფინანსდება ქ.თბილისის მერიისა და UNFPA-ის მიერ. პროგრამა ვრცელდება როგორც ქ.თბილისში, ისე რეგიონებში რეგისტრირებულ მაცხოვრებელ და დევნილ მოსახლეობაზე.