ტრეინინგ ცენტრი

კლინიკის ბაზაზე 2013 წლის სექტემბრიდან მოქმედებს ტრენინგ-ცენტრი ექთნებისა და ყველა პროფილის ექიმებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის წამყვანი და მოწვეული სპეციალისტების ლექციებისა და ტრენინგების დაგეგმვასა და ჩატარებას გამოცდილების გაზიარებისა და არაონკოლოგიური პროფილის კოლეგების „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მიზნით.

დღემდე ჩატარდა არაერთი ლექცია-სემინარი მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური, კანისა და რბილის ქსოვილების, თავ-კისრის, ჰემატოლოგიური, ალერგოლოგიული, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

ონკოლოგები და ზოგადი პროფილის ექიმები მეტად კმაყოფილნი არიან მსგავსი თანამშრომლობის შესაძლებლობითა და ცოდნა-გამოცდილების გაზიარებით, რადგან ეს არამარტო ცოდნის გაღრმავების, არამედ კლინიკური კვლევისა და მკურნალობის ბევრი თანამედროვე მეთოდის შესახებ ინფორმაციის შესაძლებლობაა, რომელიც ამ ეტაპზე ადგილებზე არ აქვთ. ხოლო პაციენტებს რეგიონებში სჭირდებათ და ეკუთვნით ინფორმაციული ხელმისაწვდომობა დიაგნოზირებისა და მკურნალობის სტანდარტების შესაბამის მეთოდების შესახებ.