თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი არსებობს 2014 წლიდან. დეპარტამენტში ამ ეტაპზე ტარდება:

  • ცხვირის პლასტიკური ოპერაციები
  • ცხვრის ძგიდის რეზექციები
  • რინო-სეპტო პლასტიკა (ცხვრის პლასტიკა ცხვრის ძგიდის რეზექციასთან ერთად)

დეპარტამენტის ხელმძღვანელია პლასტიკური ქირურგი-ალექსანდრე (ალეკო) ხელაშვილი

ა. ხელაშვილი 1976 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს და რუსეთის სხვადასხვა კლინიკებში ექიმ ქირურგად, მათ შორის 1993 წლიდან ქ. მოსკოვის #79 საავადმყოფოში. 2009 წლიდან მინიჭებული აქვს ექიმ ქირურგის უმაღლესი კატეგორია, რომელიც 2014 წელს ქ. მოსკოვის ჯანმრთელობის დაცვის საატესტაციო კომისიის მიერ კიდევ იქნა დამტკიცებული. ა. ხელაშვილი არის რუსეთის პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიური ქირურგიული საზოგადოების ნამდვილი წევრი (www.spras.ru, РОПРЭХ – Российское общество пластических, реконструктивных и эстетических хирургов).

2004 წ-ს ა. ხელაშვილი გახდა ქ. მოსკოვის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში. ქირურგიაში მუშაობის საერთო სტაჟი - 38 წელი. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებული აქვს 8 000 მეტი ოპერაცია.