თანამედროვე ინოვაციები ონკოლოგიაში


20 ივნისს თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანიის - BD და მისი ოფიციალური ავტორიზირებული დისტრიბუტორის - შპს „კორამედი“ ორგანიზებით სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის სააქტო დარბაზში ჩატარდა სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ინოვაციები ონკოლოგიაში“. კონფერენციას დაესწრნენ მასპინძელი ორგანიზაციების, საქართველოს სხვადასხვა კლინიკებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები. მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია, დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნა, რომ ინტრაოპერაციული სხივური თერაპიისა და ფლოუციტომეტრიის დანერგვა არამარტო ჩვენს კლინიკას, არამედ ქვეყანას აძლევს სამედიცინო მომსახურების ხარისხის განვითარების უნიკალურ საშუალებას.