8 მარტი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში!

"თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ულოცავს ქალბატონებს გაზაფხულის დადგომას და საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით 3-11 მარტს ატარებს ქალთა ჯანმრთელობის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც იმართება პაციენტთა სკოლის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, სამოქალაქო თანადგომის ღონისძიებები. 
 11 მარტს კი დაგემილია დასკვნითი აქცია- სპეციალისტთა უფასო კონსულტაციები, კვლევები 40% იანი ფასდაკლებით, ხელოვანთა და მოყვარულთა ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა, ცნობადი სახეების ვიზიტი კლინიკაში და სამუშაო შეხვედრა ქალთა ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე კოლეგებთან. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, გვეწვიეთ. შემოგვიერთდით, ერთად დავძლიოთ კიბო!"