8 ივლისის აქცია

2016 წლის  8 ივლისს,  20:00  სთ-ზე, კლუბში „ოტიუმი“ შედგება
 ქეთი ფარესაშვილის  საქველმოქმედო კონცერტი აქცია, რომელიც ეძღვნება ახალ პროექტს „ონკოლოგიური სიფხიზლე“
პროექტის „ონკოლოგიური სიფხიზლე“, სლოგანია „სიფხიზლე სიცოცხლისთვის-არ დანებდე!“ და მიზნად ისახავს მოსახლეობისა განსწავლას სიმსივნური დაავადების შესახებ, კიბოს დროულ გამოვლენასა და პაციენტების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, რომელსაც აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი როგორც სიმსივნური დაავადებების დროული და ზუსტი დიაგნოზირებისათვის, ისე პროფესიული ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის.
 კონცერტს დაესწრებიან პროექტის მხარდამჭერები: მსახიობი ეკა ნიჟარაძე, მხატვარი მაკა ქვარცხავა, სააგენტო „პატიოარტი“ და სხვა ცნობადი სახეები, ონკოლოგები, ჯანდაცვისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, მასმედიის წარმომადგენლები.
შემოსული თანხა გადაერიცხება  „ონკოლოგიურ პაციენტთა კავშირს“, რომელიც გასწევს ძირითად საადვოკაციო და სოციალურ საქმიანობას ონკოლოგიური პრობლემის მქონე ადამიანების დასახმარებლად.

ახალშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ონკოლოგიურ პაციენტთა კავშირი“ გაწევრიანების შესაძლებლობა აქვს პრობლემით დაინტერესულ ნებისმიერ პირს.