ახალი დეპარტამენტი


2016 წლის 21 მაისს, 11 სთ-ზე, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში შედგება ახალი დეპარტამენტისა და პროექტის პრეზენტაცია 1. ონკოფსიქოლოგიის, ონკოდიეტოლოგიისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი - რომლის მიზანია ონკოლოგიური პაციენტის ფსიქოლოგიური სტატუსის შესწავლა და მართვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებისა და ცხოვრების რეჟიმის შერჩევა, მკურნალობის შემდგომი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რეინტეგრაცია სოციუმში. ამ ტიპის დეპარტამენტი პირველი იქნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს სპეციალისტების გაერთიანებას საკითხის ირგვლივ, ეროვნული სტანდარტების შემუშავებას და კადრების გადამზადებას მოცემულ სფეროში. 2. პროექტი „ონკოლოგიური სიფხიზლე“, სლოგანით „სიფხიზლე სიცოცხლისთვის-არ დანებდე!“-რომლის მიზანია პაციენტებისა და არასპეციალისტი კოლეგების განსწავლა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და დროული გამოვლენის მიზნით, "პაციენტთა სკოლის" ამოქმედება. "პაციენთა სკოლის" პირველი ლექცია მიეძღვნება საკვერცხის კიბოს დროულ დიაგოსტიკა. რამოდენიმე მსმენელს უფასოდ ჩაუტარდება ამ დაავადების რისკის განსაზღვრის "ოქროს სტანდარტი"-ROMA ტესტი. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით და წინასწარ ჩაეწერეთ ლექციაზე დასასწრებად. დასწრება უფასოა.

236-44-85 მისამართი თბილისი, ლუბლიანას 5, მე-5 სართული (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში) www.cancer.ge