2012 წლის ნოემბრიდან თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ინრაოპერაციული სხივური თერაპია დაინერგა, რისთვისაც დაწესებულების საოპერაციოში მსოფლიოს წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში აპრობირებული „ინტარბიმის“ აპარატი იქნა შემოტანილი. სწორედ ოპერაციის მსვლელობისას, სიმსივნური წარმონაქმნის მოცილების შემდეგ ხორციელდება ინტრაბიმის სპეციალურად შერჩეული აპლიკატორის მოთავსება კერაში და დასხივება 20-30 წთ-ის განმავლობაში, ერთჯერადად. ეს კი საშუალებას იძლევა, აპლიკატორის გარშემო 1-2 სმ-ის დიამეტრში განადგურებულ იქნას სიმსივნური უჯრედები, რაც შემდგომში რეციდივის განვითარებას უშლის ხელს. დასხივების დასრულებისთანავე აპლიკატორს კერიდან აშორებენ, ჭრილობას კი კერავენ. რადგანაც,ზოგადი სხივური თერაპიისგან განსხვავებით, დასხივება უშუალოდ კერაში მიმდინარეობს, ჯანსაღი ქსოვილები დაცულია არასაჭირო ზემოქმედებისაგან. ამრიგად, „ინტრაბიმი“ ზოგავს პაციენტთა დროს, ფინანსებსა და ჯანმრთელობას, უფრთხილდება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამჟამად ‘ინტრაბიმი“ სარძევე ჯირკვლის, კანის კიბოს და თავის ტვინის პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების დროს გამოიყენება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია “ინტრაბიმის” აქტიური გამოყენება ძვლისა და გასტრო-ინტესტინური სიმსივნებისათვის. ამასთან, ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი აპარატია ამიერკავკასიის რეგიონში და შესაბამისად, ონკოცენტრი აპირებს პაციენტების მიღებას მეზობელი ქვეყნებიდანაც.