ქ.თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს:

ISO სტანდარტის ლაბორატორია, სადაც პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა, მათ შორის PCR დიაგნოსტიკა და ლიმფო-ლეიკომებისა და იმუნური სტატუსის სადიაგნოზო ოქროს სტანდარტი-იმუნოციტოქიმიური კვლევა უახლესი BD Accuri 6 System (კატ.# 653118) ფლოუციტომეტრით.

თბილისის ონკოლოგიური ცენტრში დანერგილია ე.წ. ROMA ტესტი - საკვერცხის ავთვისებიანობის რისკის განსაზღვრის ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს საკვერცხის კიბოს არამარტო ადრეულ სტადიებზე გამოვლენას, არამედ კიბოსწინარე დაავადებების მალიგნიზაციის რისკის განსაზღვრასაც. ტესტი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას, როგორც სტანდარტული წინა ოპერაციული გამოკვლევის დამატება, რათა მოხდეს ავთვისებიანობის ალბათობის დამატებითი შეფასება ოპერაციის წინ, როდესაც სხვა წინა ოპერაციული გამოკვლევა არ გამოავლენს ავთვისებიანობას. იგი ახდენს ადამიანის ეპიდიდიმის (საკვერცხის ჩანართის) პროტეინ 4 (HE4) ენზიმის იმუნომეტრული გამოკვლევის (EIA) შედეგების, ARCHITECT CA 125 II™ და მენოპაუზის სტატუსის კომბინირებას, რათა მოხდეს ერთი რიცხვობრივი მაჩვენებლის მიღება, რომელიც დაკავშირებულია ავთვისებიანობის რისკთან. ეს კი საკვერცხის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის შემცირების რეალური გზაა.